მოდერნიზმის იდეები საბჭოთა ქართულ არქიტექტურაში

20 თებერვალს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის პროექტ „იდეოლოგია და ხელოვნების“ ფარგლებში, პირველი საჯარო ლექცია გაიმართა. მომხსენებელმა ალექსანდრე ჩუბინიძემ დამსწრე საზოგადოებას ლექცია „მოდერნიზმის იდეები საბჭოთა ქართულ არქიტექტურაში“ წაუკითხა. ალექსანდრე ჩუბინიძემ ისაუბრა: ☑ როგორი სახით შემოაღწია საბჭოთა საქართველოში არქიტექტურის მოდერნისტულმა ფორმამ; ☑ რა გავლენა მოახდინა საბჭოთა იდეოლოგიურმა სისტემამ; ☑ როგორი სახის ევოლუციური გზა განვლო....

სრულად

ბალეტის საერთაშორისო დღე – შეხვედრა ლალი კანდელაკთან

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება-ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, 7 თებერვალს, ბალეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრიმაბალერინა ლალი კანდელაკთან შეხვედრა გაიმართა.   შეხვედრაზე პრიმაბალერინამ ისაუბრა XXI საუკუნის გამოწვევებზე საბალეტო ხელოვნებაში.

სრულად

შეხვედრა ვახტანგ ჯავახაძესთან – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება-ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, პოეტ ვახტანგ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა.   ღონისძიებაზე პოეტმა წაიკითხა ლექსები თავისი კრებულიდან „ელეგია და სხვა“.   ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „გალა“ (2008) ნომინაციაში წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი წიგნისათვის „უცნობი“ და ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი...

სრულად

შეხვედრა გიორგი სისაურთან – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში, კალიგრაფ გიორგი სისაურთან შეხვედრა გაიმართა.   კალიგრაფმა, მხატვარმა გიორგი სისაურმა ისაუბრა ხელნაწერი წიგნის შექმნის პროცესზე, მის კომპოზიციურ ხასიათზე, დეკორაციებსა და სიმბოლოებზე.

სრულად

შეხვედრა ლელა ცუცქირიძესთან – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

5 თებერვალი, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ საბავშვო მწერალ ლელა ცუცქირიძესთან შეხვედრით აღნიშნა.   შეხვედრას თბილისის 144-ე საჯარო სკოლისა და თბილისის 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. მწერალმა ბავშვებს ზღაპრები და სხვადასხვა საბავშვო წიგნიდან ამონარიდები წაუკითხა. მწერალმა ასევე ისაუბრა ილუსტრაციის შექმნის პროცესზე – საბავშვო წიგნზე მუშაობის დროს.

სრულად