„პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯმენტის ვორკშოპი და ზრდასრულთა განათლება”

MG 2327 - „პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯმენტის ვორკშოპი და ზრდასრულთა განათლება"

„თბილისის მუზეუმების გაერთიანების” მიერ ორგანიზებული ტრენინგი – „პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯმენტის ვორკშოპი და ზრდასრულთა განათლება” – 2016 წლის 7 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ჩატარდა. მასში მონაწილეობა გაერთიანების ცხრავე სტრუქტურული ერთეულის საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს. სამდღიან კურსს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ტრენერი, ხატია ცირამუა უძღვებოდა.