განცხადება „ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის“ დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით

baratashvili - განცხადება „ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის“ დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით

საზოგადოების მხრიდან წამოსული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ თბილისის „მუზეუმების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეული – „ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი“ ამ დროისათვის დამთვალიერებლებისა და ვიზიტორებისთვის დაკეტილია, რადგან სამუზეუმო კოლექციისა და ფონდის აღწერის მიზნით შექმნილმა საფონდო კომისიამ აღმოაჩინა სამუზეუმო შემოსულობათა წიგნში ექსპონატთა რეგისტრაციის წესებისა და ვადების დარღვევის, არასწორად ჩატარებული სამუზეუმო ინვენტარიზაციის, ექსპონატთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის არაერთი ფაქტი და სხვადასხვა ტიპის დაღვევები, რომელიც სრულად არღვევს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ არსებულ ინსტრუქციებს.

თბილისის „ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება და ყველა მოპოვებული ინფორმაცია გახდება საჯარო.

Untitled