თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 21 თებერვალს, სიმბოლურად, „აბესალომ და ეთერის” პრემიერის დღეს, გაიმართა ქართველი რეჟისორის, ნარგიზა გარდაფხაძის დოკუმენტური ფილმის „რისთვის მიყვარხარ – უცნობი ფალიაშვილი” პრემიერა.
ფილმი ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მჭირდრო ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა.