გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი საღამო

17310192 427841604218685 3026109345186611539 o - გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი საღამო

17 მარტს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში პოეტის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. გალაკტიონსა და მის შემოქმედებაზე ვახტანგ ჯავახაძემ, ლია სტურუამ და რევაზ მიშველაძემ ისაუბრეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაქართველმა სტუდენტებმა პოეტის ლექსებზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. ღონისძიებას თან გასდევდა აუდიო არქივის ჩანაწერი (ავტორის მიერ წაკითხული ლექსები) და კინოსტუდია „ქართული ფილმი“-ს მიერ გალაკტიონ ტაბიძეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი.