მეთოჯინეების საერთაშორისო დღე

2 - მეთოჯინეების საერთაშორისო დღე

ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიო მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თბილისის მუზეუმების გაერთიანება – თოჯინების მუზეუმმა ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოში მოღვაწე მეთოჯინეებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობა და  საერთო გამოფენის მოწყობა დაიგეგმა.

მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად ზეიმობენ. თოჯინურ წარმოდგენებს სხვადასხვა ფორმითა და აქტივობებით აწყობენ თეატრებში, მოედნებსა თუ სკოლებში. მეთოჯინეთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა ირანელ მეთოჯინე ჟივიდა ზოლფაღარიჰოს ეკუთვნის. მან ეს წინადადება მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების (UNIMA) რიგით მე-18 კონგრესზე განსახილავად 2000 წელს შეიტანა და მეთოჯინეთა საერთაშორისო დღედ 21 მარტი პირველად 2003 წელს აღინიშნა.