13 აპრილს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პირველად გაიმართება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამის „საქართველოს ჰიმნი“ პრეზენტაცია. პროგრამის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს „ჰიმნი“, როგორც მუსიკალური ჟანრი და როგორც სახელმწიფოებრივი ჰერალდიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „საქართველოს ჰიმნი“
