წერილები ციმბირიდან

26 maisi FB - წერილები ციმბირიდან

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 26 მაისს ტრადიციულად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს. საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილი იქნება მუზეუმში დაცული მერაბ კოსტავას ათწლიანი ციმბირული გადასახლების პერიოდის ეპისტოლარული ფონდის ნაწილი – პირადი წერილები, ამონარიდები და საგულისხმო ნაწყვეტები. ექსპოზიციის პარალელურად, მუზეუმის ისტორიულ ეზოში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა თემატური გამოფენა მოეწყობა.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.