გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი და საბალეტო პარტნიორები“

IMG 3849 - გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი და საბალეტო პარტნიორები“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 4 ოქტომბერს, მსოფლიო ბალეტის დღესთან დაკავშირებით    გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი და საბალეტო პარტნიორები“ გაიხნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის ფონდში დაცული ის იშვიათი ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებიც ბალეტის მსოფლიო მნიშვნელობის რეფორმატორისა და დიდი ბალეტმაისტერის – ვახტანგ ჭაბუკიანის და ბალეტის ცნობილ მოცეკვავეთა სასცენო მოღვაწეობას ასახავს.

გამოფენაზე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა  ჰქონდათ  ეხილათ  ვახტანგ ჭაბუკიანის ფოტოები ვერა წიგნაძესთან, ელენე ჩიკვაიძესთან, მაია პლისეცკაიასთან, გალინა ულანოვასთან, ტატიანა ვეჩესლოვასთან, ნატალია დუდინსკაიასთან, რაისა სტრუჩკოვასთან, მარია გოტლიბთან, ირინა ალექსიძესთან, ლილი გვარამაძესთან, ეთერ ფაღავასთან, ლილიანა მითაიშვილთან, ელენე ლუკომანთან, ეთერ ჭაბუკიანთან, ირინე ჯანდიერთან, ალა ოსიპენკოსთან, ივეტ შოვირესთან, ოლგა ლეპეშინსკაიასთან, ალა შელესტთან და მარინა სემიონოვათან.

აგრეთვე გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო   საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი და უცნობი ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია ვახტანგ ჭაბუკიანის ცეკვა პარტნიორებთან და ასევე ის საცეკვაო ნომრები, რომლებიც ბატონმა ვახტანგმა მისი სასცენო პარტნიორებისათვის დადგა.