გალაკტიონი – 126

23736229 545935182409326 61705953633809744 o - გალაკტიონი - 126

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურმა ბინა-მუზეუმმა გალაკტიონის 126-ე წლისთავი კომპლექსური პროექტით – ,,ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება” აღნიშნა.
გალაკტიონი 126
პროექტმა, საშუალება მისცა საზოგადოებას განსხვავებულ ჭრილში დაენახა გალაკტიონი, მისი პოეზიის მასშტაბები, თანამედროვეობის საკითხები და შეექმნა ალტერნატიული აზრი.
აღნშნული პროექტის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურმა ბინა-მუზეუმმა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე სკოლას უმასპინძლა.
ჩატარდა ღია გაკვეთილი.
გალაკტიონი 126
გაიმართა, საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული ფილმის „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ“ ჩვენება და დისკუსია. აუდიტორიას სიტყვით მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ სულხან მელაძემ მიმართა. მან ყურადღება დოკუმენტური ფილმის მთავარ სათქმელსა და მიზანზე გაამახვილა. დამსწრე საზოგადოების წინაშე გალაკტიონის პოეზიასა და შემოქმედებაზე ისაუბრა პოეტმა ლია სტურუამ. მულტიმედია ცენტრის ფილმი დადებითად შეაფასა მწერალმა ვახტანგ ჯავახაძემ.
გალაკტიონი 126

ფოტოების ავტორი: მარი ერქვანია