,,თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია”

IMG 1580 1 - ,,თვითმფრინავის ბიჭები - თაობათა პოზიცია''

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური მუზეუმი წიგნის სახლში ,,ლიგამუსი” 1983 წლის 18 ნოემბრის მოვლენებს ,,თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია” თემით გამოეხმაურა.
თვითმფრინავის ბიჭები - თაობათა პოზიცია
1983 წლის 18 ნოემბერს, შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ, საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით დასავლეთში მოხვედრა სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო. დანარჩენებს კი, სასჯელის უმაღლესი ფორმა – დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 1984 წლის 3 ოქტომბერს.

თვითმფრინავის ბიჭები - თაობათა პოზიცია

მოწვეული სტუმრები გახლდნენ: ნათელა მაჭავარიანი (გეგა კობახიძის დედა); ვახო ჩაჩანიძე (მსახიობი, ფილმი ,,მძევლები“); გოჩა ჯაფარიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი); ნინო ენუქიძე (მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); სოფო ყანჩაშვილი (მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ანი კვირიკაშვილი (დოქტორანტი, ილიას უნივერსიტეტი).

თვითმფრინავის ბიჭები - თაობათა პოზიცია

ფოტოების ავტორი: დიანა კვარაცხელია