თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი წარმოგიდგენთ ექსპოზიციას საბალეტო სპექტაკლ ,,ოტელოს” 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
წარმოდგენილია: ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმსა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაცული ექსონატები, საარქივო დოკუმენტები, ი.ოჩიაურის ჭედურობა ,,ოტელო” და სხვ.
ალექსი მაჭავარიანის საბალეტო სპექტაკლის ,,ოტელო” პრემიერა 1957 წლის 27 ნოემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა. 2017 წლის 27 ნოემბერს 60 წელი სრულდება. ,,ოტელოს” ლიბრეტოს ავტორი და ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო, მხატვარი – სოლიკო ვირსალაძე. დეზდემონას როლს ასრულებდა ვერა წიგნაძე, იაგო – ზურავ კიკალეიშვილი. ,,ოტელო” მსოფლიო საბალეტო ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი გენიალური წარმოდგენა.
მუზეუმი დამთვალიერებლისთვის ღიაა: ყოველ დღე, 10-დან 18:00სთ-მდე
ექსპოზიცია გაგრძელდება 11 დეკემბრამდე