ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა

IMG 1496 - ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა

2017 წლის 4 დეკემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, პოეტის მეორასე დაბადების დღეზე საზეიმოდ გაიხსნა და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
,,ძალიან გახარებული ვარ. თქვენ თვითონ ხართ მოწმე, როგორ არის ყველაფერი გაკეთებული ტექონოლოგიურადაც. 3D ანიმაცია მართლაც საოცრებაა, რაც აქ მოსულ დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, ყველაფერი რეალობაში აღიქვას. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გაგვაჩნია, ჩვენი კულტურა და ტრადიციებია, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ მიმართულებით მუშაობა იქნება, რათა მომავალ თაობას ეს ყველაფერი მოვლილი და მოწესრიგებული გადავცეთ.”, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
2017 წელი მნიშვნელოვანი წელია. თბილისის მერის განცხადებით, მისასალმებელია, რომ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებათა ნუსხაში შეიტანა.

რეექსპოზიციის მიზანია, კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით -ანიმაციური მეთოდებით ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას.