თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: ,,მუსიკალური თბილისი – წარსული და თანამედროვეობა”
მომხსენებლებმა ისაუბრებრეს ქალაქური მუსიკის წარმოშობასა და მის სტილზე. თბილისის მუსიკალურ წარსულზე და თანამედროვე თბილისური ვოკალური ცხოვრების შესახებ. თბილისზე, როგორც მულტიეთნიკურ, მულტიკულტურულ ქალაქზე.
მომხსენებლები:
რუსუდან წურწუმია – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს პროფესორი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.
თეონა ლომსაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელი.