6 მარტს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მერაბ კოსტავას სახელობის ხელოვნების #8 სკოლის მოსწავლეთა საგაზაფხულო კონცერტს უმასპინძლა.
შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საფორტეპიანო და ინსტრუმენტული ნაწარმოებები.