ერთი ექსპონატის ისტორია: მოსე ჯანაშვილი

image1 - ერთი ექსპონატის ისტორია: მოსე  ჯანაშვილი

19(31)III 1855 წ. სოფ. კახი(საინგილო)-19 IV 1934 წ. თბილისი 

მოსე ჯანაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, 1891 წელს კი ამ საზოგადოების  მდივანი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქშწკგ საზოგადოების წიგნსაცავის გამდიდრებაში.

აღსანიშნავია, მოსე ჯანაშვილის ღვაწლი საეკლესიო მუზეუმის დაარსების საქმეში 1888 წელს, რომელიც სიონის ტაძრის ეზოში აგებულ შენობაში განთავსდა. 1897- 1926 მოსე ჯანაშვილი იყო საეკლესიო მუზეუმის გამგე. მან მუზეუმის ფონდი შეავსო ასეულობით ხელნაწერით, რომელთა აღწერილობაც თედო ჟორდანიასთან ერთად გამოსცა 1902-1908 წლებში.

მოსე ჯანაშვილი იდგა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების სათავეებთან. მოგვიანებით კი ამ საზოგადოების საპატიო წევრიც გახდა.  1857 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

მარჯორი უორდროპმა ინგლისურად თარგმნა მოსე ჯანაშვილის ისტორიული ნაშრომი „თამარ მეფე“,  რომელიც ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის არქივშია დაცული. ოლივერ უორდროპი და მოსე ჯანაშვილი ერთმანეთს უგზავნიდნენ სამეცნიერო წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს.

მოსე ჯანაშვილი ნაყოფიერად თანამშრომლობდა XIX-XX საუკუნის პრესასთან. („ივერია“[„ესომ“],  „ნობათი“, „იმედი“, „ცნობის ფურცელი“, „Закавказская Речь“…). მასვე ეკუთვნის 700-მდე სამეცნიერო ხასიათის გამოკვლევა.