სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

19875309 487113674958144 8001649679453847002 n - სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

თბილისის მუზეუმების გაერთიანება სტაჟირების პროგრამას აცხადებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებში:

  • თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
  • თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი
  • თბილისის ვახტანგ  ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი
  • თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
  • თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი
  • თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი
  • თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი

მუზეუმების გაერთიანების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოოს თავისი თვალსაწიერი და პრიორიტეტად კოლექციასთან ერთად დამთვალიერებელი აქციოს.

სტაჟირების პროგრამა მოიცავს 2 თვეს.
სტაჟიორები ჩართულები იქნებიან სამუზეუმო ცხოვრებაში და მონაწილეობას მიიღებენ სამუზეუმო სივრცეებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში.
სტაჟირების დამთავრების შემდეგ გაიცემა რეკომენდაცია და სერთიფიკატი.
სამუშაო გრაფიკი – მოქნილი.
გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com
რეზიუმეების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 1 მაისი