ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი

ჭაბუკიანი - ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი

იყო და არა იყო რა…იყო ზღაპარი – სამყარო, სადაც დიდები და პატარები ერთად მოგზაურობენ..

ამ ჯადოსნურ სამყაროში ბოროტებაზე ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს, სიყვარულისთვის, პატარა გოგონასაც კი, სასწაულის ჩადენა შეუძლია…
და, სადაც თოჯინებიც კი ცეკვავენ…ზღაპარი შეგიძლია ცეკვით „წაიკითხო“ და თან ისე, რომ მის გმირებთან ერთად ინერვიულო, გაიმარჯვო, ულამაზეს და ფერად სამყაროში აღმოჩნდე და იყო ძალიან, ძალიან ბედნიერი.
გაიცნო შაქარყინულის ფერია, მარციპანის მწყემსები, ესპანელი, ფრანგი, ჩინელი, რუსი თოჯინები და ყვავილების გრაციოზული ვალსის ფონზე, თავად პატარებმა შექმნან საკუთარი ზღაპარი, ბალერინები თუ ზღაპრის გმირები..

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

ბალეტის და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორიას;
მაკნატუნას თავგადასავალს და თავად გახდებიან ზღაპრის ავტორები.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა:20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. 83/23
◈ პარასკევი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573