მე-19 საუკუნის დასაწყისიდან თბილისი კავკასიის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი გახდა.
მკვეთრად შეიცვალა მისი ცხოვრების წესი.
თანდათან ფეხი მოიკიდა ევროპულმა კულტურამ, გაიზარდა ინტერესი ევროპული მუსიკისადმი, რომლის ნიმუშები დამკვიდრდა მუსიკალურ-ლიტერატურულ სალონებში, სადაც ჟღერდა ევროპული ინსტრუმენტები: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, გიტარა, მანდოლინა, შეიქმნა ევროპული ყაიდის თბილისური და ქუთაისური სიმღერები, შესრულებული გიტარის თანხლებით ერთ, ორ და, განსაკუთრებით, სამ ხმაში.
ქალაქური ფოლკლორი, რომანსები, ოპერები – ეს ის მუსიკალური ჟანრებია, რომლებიც იმ პერიოდის თბილისში იყო პოპულარული….
☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „მუსიკა ილიას სახლში“.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
✥ XIX საუკუნის ქართული მუსიკის ჟანრებს;
✥ მოისმენენ ქართულ-ხალხურ სიმღერებს, საგალობლებსა და რომანსებს;
✥ მონაწილეობას მიიღებენ სახალისო კონკურსში.
მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ. 22
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573