საბეჭდი მანქანის ისტორია

30707971 614070512262459 3556868778651297406 n - საბეჭდი მანქანის ისტორია

ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ და რა საშუალებებით გაევრცელებინათ თავიანთი ნააზრევი.
თავდაპირველად ყველაფერი ხელნაწერების საშუალებით ვრცელდებოდა.
მაგრამ დროთა განმავლობაში ხელწერა ბეჭდვამ ჩაანაცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის 80-ანი წლების ბოლოდან საბეჭდი მანქანის მოხმარება მოძველებულად ითვლება, ერთ დროს ის ძალიან საჭირო და სასარგებლო ნივთს წარმოადგენდა.
მასზე იბეჭდებოდა მთელი რიგი ჩვენი საყვარელი წიგნებისა და არა მარტო წიგნებისა…

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „საბეჭდი მანქანის ისტორია“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ ფოტომასალასა და 1956 წლის საიდუმლო პროკლამაციას;
მსოფლიო ბეჭდვითი კულტურის ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი განვითარების ისტორიას;
პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ძველი საბეჭდი მანქანის საშუალებით დაბეჭდონ სასურველი ტექსტი და გაეცნონ მისი მოქმედების ძირითად პრინციპებს.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ თბილისი, ზანდუკელის ქ. 1
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573