ცოცხალი ნახატები

30624566 614068698929307 8368866924863367932 n - ცოცხალი ნახატები

დახუჭე თვალები და…
წარმოიდგინე…
წარმოიდგინე, რომ გამოქვაბულში ხარ…
გაახილე თვალები და მიმოიხედე..ხედავ კედლებს? მოხატულს – საოცარი ფერებითა და ტექნიკით შესრულებული ულამაზესი ნახატებით?

გაინტერესებს, რას მოგვითხობენ ეს ნახატები, რომლებიც ილუსტრაციის პირველ ნიმუშს წარმოადგენენ?

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ცოცხალი ნახატები“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

უძველესი გამოქვაბულების კედლებზე აღმოჩენილი ნახატების ისტორიას;
ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს;
XIX საუკუნის კარიკატურებს;
პროგრამის ბოლოს ილუსტრაციების დახმარებით შექმნიან ამბებს.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, გ.ჩუბინაშვილის ქ. 22
◈ პარასკევი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573