მოგზაურის დღიურები

mogzauri projects - მოგზაურის დღიურები

მოგზაურის დღიურები – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2018 წლიდან დაიწო ტარდება გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ღონისძიებათა ციკლის სახით.
მუზეუმი მსოფლიოს ირგვლივ სხვადსხვა მოგზაურთა ისტორიებს აგროვებს და სამუზეუმო სივრცეში მასპინძლობს სტუმრებს საინტერესო ამბებითა და ისტორიებით. ღონისძიება ახალი ადამიანების მოზიდვასა და მუზეუმების აუდიტორიის გაფართოებას უწყობს ხელს.
თანამედროვე სამყაროში მოგზაურობა მეტად აქტუალური თემაა. ის ზოგისთვის მოდუნების და ყოველდღიური დამღლელი ცხოვრებისგან გაქცევის საშუალებაა, ზოგისთვის – თავგადასავლების და საინტერესო ადგილების, კულტურის, ხალხის, ახალი ცხოვრების აღმოჩენის საბადო.

 19.06.18 – გოგა ჩანადირი
 17.07.18 – ლელა წიკლაური, მოგზაურთა კლუბი „ფენიქსი“
 19.07.18 – თინათინ მოსიაშვილი „მთის ამბები“
 15.08.18 – სალაშქრო ორგანიზაცია „მწვანე ზებრა“ – ლევან გეჯაძე, დავით წიკლაური
 10.09.18 – ოლიკო ცისკარიშვილი
 22.10.18 – „18 დღე აფრიკაში“ (მარი ნიკურაძე, ელენე ჩხეიძე)
 04.02.19 – საბა მიგრიაული