,,შადგინეობა” – თამაშობანი

nimushi 1 1 e1529603303660 - ,,შადგინეობა'' - თამაშობანი

თამაშების შესახებ ჩანაწერები შეგროვებული და მომზადებულია თბილისის თოჯინების მუზეუმის ექსპედიციების პერიოდში 1938-1978 წლებში.

ტექსტი ჩაწერილია სოფელ ზემო ალვანში, ახმეტის რაიონში.

ზამთრის, როცა გარეთაებს ვერ გავდიოდით, შევქუჩდებოდით ერთ ვისმეს სახლში. ვისაც ორ-სამ ახალგაზრდა ქალი ჰყვან. ვხქსოვდით წინდაებს, ჩვათებს, ნასკებს, საბარჯულაებს (ბოლო კაბა ბაწრის, კაბის შიგნით ჩასაცმელ). ვინ ვის აჯობებსავ ვიტყოლმად. ბაწრებს დაგვიზომად ყველაზე დიდ ვინც იყო წინდაის მქსოველებში. გადაზომილი ბაწრის სანიშნას გაუკეთებდით (შევკრავდით ან სხვა ფერის ძაფს მივაბავდით). ვინც ყველაზე ადრე მოათავებდა გადაზომილ ბაწარს გამარჯვებული ის იყო და ბიჭებიც იმას ირჩევდნენ ყოჩაღ ქალ ყოფილავ. სადგინაობაში წასვლა მეტა გვწალლს. ხშირად ბიჭებიც მოდიოდინად ქალებ ვქსოვდით ისენ კი ჩონგურს უკრავდიან, მღეროდიან ან ომის ამბებს ხყვებოდიან.