გოლოვინი… ოპერიდან ოპერამდე

111 - გოლოვინი... ოპერიდან ოპერამდე

„ერთს ტფილისურ მაღაზიაში შევიდა კნეინა და ბარხატნი ნაჭერი იკითხა.
კუპეცმა უპასუხა:
– რომელი ცვეტნი მოგართვათ?
– გოლუბოვი და კარიჩნი, კლეჩატი საროჩკები ხომ არ გაქვთ?
– როგორ არა კნეინაჯან! სხვა ხომ არა გნებავთ- რა? მაქვს ნაირ-ნაირი საიუბკე მატერიები, სულ ახლადჩამოტანილი…
– არა, რაც მინდოდა სხვისგან ვიყიდე, სულ რამდენი უნდა მოგართვათ?
– თითოზე დვა რუბლი გენაცვა.
– აი, ინებეთ.
– დიდად გმადლობ კნეინაჯან! კრძალვით მომიკითხე ოჯახობა”.

ამ და მსგავს დიალოგს მოისმენდით მე-19 საუკუნის თბილისში, კერძოდ კი, გოლოვინის პროსპექტზე.

გოლოვინის პროსპექტი თბილისის მთავარ ქუჩას, დღევანდელი რუსთაველის გამზირს ერქვა.

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას

„გოლოვინი…ოპერიდან ოპერამდე“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ მე-19 საუკუნის ტფლისის საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას;
გოლოვინის პროსპექტზე მდებარე შენობების ისტორიას;
„მოინახულებენ“ იმდროინდელი ტფილისის პოპულარულ კულტურულ-დასასვენებელ ადგილებს;
ბოლოს მონაწილეები თავად „შექმნიან“ გოლოვინის პროსპექტს.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
◈ სამშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573