დროში მოგზაურობა

მოგზაურობა111 - დროში მოგზაურობა

გიოცნებიათ, გქონდეთ საკუთარი „დროის მანქანა“, რომელიც საშუალებას მოგცემდათ, გემოგზაურათ როგორც წარსულში, ისე მომავალში?
ალბათ, გიოცნებიათ..

მაგრამ გსმენიათ რაიმე ისეთ ადგილებზე, „კაცობრიობის მეხსიერებად“ რომ მოიაზრება?
ან თუ გსმენიათ, როდის და რომელ ეპოქაში შეიქმნა პირველი მუზეუმი?
და საერთოდაც, რატომ იქმნება მუზეუმი? 
ან ის თუ გსმენიათ, რა არის კოლექცია და სად ინახავდნენ უძველეს კოლექციებს?
ან შესაძლებელია კი, არსებობდეს ისეთი მუზეუმი, რომელსაც არცერთი რეალური ექსპონატი არ გააჩნია?
დაინტერესებულხართ ოდესმე მუზეუმების მისტიკითა და ამავდროულად, მისი მნიშვნელობით ადამიანებისთვის?

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „დროში მოგზაურობა“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით, ნახავენ და მოისმენენ:

სად და როდის შეიქმნა პირველი მუზეუმი;
როგორ ოთახებს უწოდებდნენ საკვირველებათა ოთახებს;
ვინ არიან კოლექციონერები;
მსოფლიოში ყველაზე უცნაური მუზეუმების ისტორიას;
პროგრამის ბოლოს მონაწილეები „შექმნიან“ თავიანთ სასურველ მუზეუმებს.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, მ.ზანდუკელის ქ. N1,
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573