მეათე მუზა

მუზა111 - მეათე მუზა

კინომატოგრაფიას თავისი საინტერესო ისტორია აქვს…
ყველაფერი 1895 წელს, პარიზში დაიწყო, სულ რაღაც ერთ წელიწადში კი, თბილისის სათავადაზნაურო თეატრში ქართველმა მაყურებელმა საოცარი სანახაობა იხილა…

მალე გოლოვინზე პირველი კინოთეატრი – „არფასტო“ გაჩნდა, რასაც საოცარი „მუნჯი“ კინო მოჰყვა.

საქართველოში 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.
ეს იყო პირველი მოძრავი ფილმი ქართული კინოს ისტორიაში, რომლის პრემიერაც ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ მოეწყო.

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „მეათე მუზა“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

მსოფლიო კინოს შექმნის ისტორიას;
პირველი ქართული „მუნჯი” კინოს შექმნის ისტორიას;
გაიცნობენ მსოფლიო და ქართული „მუნჯი“კინოს ვარსკვლავებს;
პროგრამის ბოლოს მონაწილეები თავად შეეცდებიან გაახმოვანონ ნაწყვეტები „მუნჯი“ ფილმებიდან.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, გ.ჩუბინაშვილის ქ. N22
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573