წერე დღიური

დღიური11 - წერე დღიური

დღიურის წერა კარგი საშუალებაა, ერთი მხრივ, საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად და მეორე მხრივ, იმ ამბებისა და მოვლენების აღსაწერად და მოსაგროვებლად, თავს რომ გადაგხდება ყოველდღიურად..

გიფიქრიათ, რატომ ფასობს ასე ძვირად აუქციონებზე ცნობილი ადამიანების დღიურები, რომელთაგან ბევრი მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტად იქცა?
ან რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს უბრალო შუმერელი მოსწავლის მიერ გაკეთებული ჩანაწერი?
რომაელი იმპერატორის მიერ აღწერილი დღის ამბები?

მოემზადეთ დღიურის და_საწერად …

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „წერე დღიური“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

როდის და სად ვხვდებით დღიურის პირველ ნიმუშებს;
როგორ და რატომ იწერება დღიური;
აუქციონზე გამოტანილ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ცნობილი ადამიანების დღიურების ისტორიებს;
პროგრამა დასრულდება სახალისო ვიქტორინით.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, კ.მარჯანიშვილის ქ.4,
◈ სამშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573