ნინგიო – იაპონური თოჯინა

11111 - ნინგიო – იაპონური თოჯინა

იცოდით, რომ ოდესღაც, ადამიანებს სჯეროდათ, რომ თოჯინების გაცოცხლება შეიძლებოდა..
რომ თოჯინები თილისმის ფუნქციას ასრულებდნენ..
და რომ თოჯინებს თავიანთი მფლობელისთვის წარმატება და ბედნიერება მოჰქონდათ?

წამოგვყევით თოჯინების მისტიკურ სამყაროში..

ჩვენ გაგაცნობთ ნინგიოს  და მოგიყვებით მასზე, როგორც იაპონურ ტრადიციულ თოჯინაზე, რომლის დამზადებაც მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილ მეთოჯინეებს ხელეწიფებათ.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

ნინგიოს განვითარების ეტაპებს;
ნინგიოსთან დაკავშირებულ იაპონურ ტრადიციებს;
თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმში დაცული იაპონური თოჯინების ისტორიებს.

პროგრამის ბოლოს კი, მონაწილეებს თავად შეეძლებათ ორიგამის მეთოდით დაამზადონ იაპონური თოჯინები.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ ქ.თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10 (საგანმანათლებლო ცენტრი)
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573