…ფიქრს შეუძლია

IMG 3134 - ...ფიქრს შეუძლია

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა, 5 ნოემბერს ლიტერატურულ სალონში ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებით საღამოს სახელწოდებით “…ფიქრს შეუძლია” უმასპინძლა.
მხატვრულ ნაწარმოებთა საჯარო კითხვის ტრადიცია უხსოვარი დროიდან მომდინარეობს, მაგრამ ლიტერატურული წრეები და სალონები პირველად XVI საუკუნის საფრანგეთში გაჩნდა. XIX საუკუნიდან ლიტერატურულმა თავყრილობებმა და ოჯახურმა სალონებმა ქართულ კულტურაშიც დაიმკვიდრა ადგილი.