გადაეცი ცოდნა

49314230 296177764362008 8189576621343113216 n - გადაეცი ცოდნა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მისია – ეს არის ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებისათვის ცოდნის გაზიარებაზე. მუზეუმები მრავალფუნქციური დაწესებულებებია და თანაბრად გულისხმობს ნებისმიერი ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების ადამიანის მონაწილეობას სამუზეუმო ცხოვრებაში.
თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ ასაკს, ერთი მხრივ, დამოკიდებულია ინდივიდუალურ მიდგომასა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე, მეორე მხრივ კი ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რაც მთავარია კონტექსტზე და გამოცდილების გაზიარების საჭიროებაზე.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს მოხალისეთა მიღებას 60 წლის ზემოთ დაინტერსებული პირებისთვის პროგრამაში „გადაეცი ცოდნა“, რაც გულისხმობს თითოეული ადამიანისთვის საინტერესო გარემოს შექმნას და დაგროვილი ცოდნის გაზიარების აუცილებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ: infotbilisimuseumsunion@gmail.com
პროგრამაში „გადაეცი ცოდნა“ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 30 იანვრამდე ელექტრონულად გამოგზავნოთ მოკლე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი „მე მუზეუმში“.
დამატებით ინფორმაცია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების შესახებ იხილეთ:
www. tbilisimuseumsunion.ge