ო, მოდა, მოდა

o moda moda - ო, მოდა, მოდა

ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველია…

გაინტერესებთ, რა არის დღეს მოდაში და რა იყო მოდაში, თუნდაც ორი საუკუნის წინ?
ან ის თუ გაინტერესებთ, ვინ შექმნა პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და რატომ?
ემორჩილება კი ბალეტი მოდის კანონებს?

ამ და სხვა მრავალ კითხვაზე მოისმენთ მრავალფეროვან პასუხებს – ყველაფერ იმას, რაც ტანსაცმელს, კოსტიუმებს, მოდასა და სტილს უკავშირდება.

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „ო, მოდა, მოდა“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ დაუვიწყარი ამბები და სიურპრიზები …

ექსკურსია ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით, ნახავენ და მოისმენენ:

ტანსაცმელის შექმნის ისტორიას;
ბალეტისა და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორიას;
ჩაერთვებიან სახალისო ვიქტორინაში;
თავად შექმნიან თავიანთვის სასურველი ტანსაცმლისა და აქსესუარების მოდელებს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ თბილისი: დ.აღმაშენებლის გამზირი 83/23
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 30 50 01 | 599 515573, 568 515573