თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 25 იანვარს გაიმართა საღამო „მოგონებები მერაბ კოსტავაზე“.
ღონისძიებას მასპინძლობდნენ ქ. რუსთავის კამერული ორკესტრის ხელმძღვანელი შოთა ყაველაშვილი და მუსიკოსი თემურ ჯანელიძე.
ბატონმა შოთამ გაიხსენა პერიოდი, როდესაც 1964-1969 წლებში რუსთავის სამუსიკო სასწავლებელში მერაბ კოსტავა მოღვაწეობდა, როგორც მუსლიტერატურის პედაგოგი.