არტთერაპია, როგორც თანამედროვე ფსიქოლოგიის მეთოდი

IMG 0181 - არტთერაპია, როგორც თანამედროვე ფსიქოლოგიის მეთოდი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 31 იანვარს გაიმართა საჯარო ლექცია „არტთერაპია, როგორც თანამედროვე ფსიქოლოგიის მეთოდი“.
ლექციის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან მირცხულავამ ისაუბრა ხელოვნების განსხვავებულ დარგებზე, რომელსაც არტთერაპია მიმართავს ადამიანის ფსიქიკური დახმარების პროცესში.
ლექციაზე განხილული იყო არტთერაპიის სახეობები: სახვითი ხელოვნების თერაპია, სამუსიკო თერაპია, ფსიქოდრამა და სხვ. ლექციის შემდეგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები ქალბატონი რუსუდანისთვის.