„ივანე მაჩაბელი – ილია ჭავჭავაძის იდეური მემკვიდრე”.

IMG 1515 - „ივანე მაჩაბელი - ილია ჭავჭავაძის იდეური მემკვიდრე”.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 8 თებერვალს ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 165-ე წლისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა.

საღამოს მასპინძლობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი ჯული გაბოძე,

მან ივანე მაჩაბელზე ისაუბრა არა მხოლოდ როგორც მწერალზე, მთარგმნელზე და საზოგადო მოღვაწეზე, არამედ ყურადღება გაამახვილა მასზე, როგორც ილია ჭავჭავაძის იდეურ მემკვიდრეზე.

1873 წელს ივანე მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძესთან ერთად პეტერბურგში ყოფნის დროს ორიგინალიდან თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“.

1882-1883 წლებში იყო „ივერიის“ თანარედაქტორი. 1883 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“. ივანე მაჩაბელი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, თეატრალური საზოგადოების, სასკოლო კომიტეტის, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი, პოემის 1888 წლის გამოცემის რედაქტორი, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.