ფლირტის საღამო

52113311 819024531767055 5173466718541971456 n - ფლირტის საღამო

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა 14 თებერვალს, ვალენტინობას, ფლირტის საღამოს უმასპინძლა.
ფლირტი, ანუ „ყვავილების ენა“ XIX საუკუნის აღმოსავლური (სპარსული) თამაშია. დასტაში 40-დან 100 ბარათამდეა, თითოეულ ბარათზე 15-20 ფრაზაა.
მონაწილეები ბარათების დასტიდან თავად იღებენ რამდენიმე ბარათს. როცა მოთამაშეს ვინმესთან საუბრის გაბმა სურს, აწვდის ბარათს, რომელზეც სასურველი ფრაზა წერია და მოსაუბრეს ეუბნება იმ ყვავილის დასახელებას, რომელიც ფრაზის ,,ავტორია”. ისიც იგივე წესით პასუხობს, ან უპასუხოდ ტოვებს.
უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში მოთამაშე სხვა ადრესატს ირჩევს და შეეცდება ფლირტის გაბმას. ის მოთამაშე, რომელიც ყველა ბარათს გასცემს და თავად უპასუხოდ/უბარათოდ რჩება, თამაშს ეთიშება.