თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 18 თებერვალს ოპერა “აბესალომ და ეთერის” დადგმიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამო-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებმა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა.
საღამოს მასპინძლობდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი მარინა ქავთარაძე.
აბესალომ და ეთერი – 100
