არტთერაპია – ხელოვნება გადაგვარჩენს

IMG 5294 - არტთერაპია - ხელოვნება გადაგვარჩენს

4 მარტს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა ციკლის, „არტთერაპია – ხელოვნება გადაგვარჩენს“, მორიგ შეხვედრას უმასპინძლა.

საღამოზე მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა ირაკლი მანჩხაშვილმა მოსულ სტუმრებს გაუზიარა მუსიკალური კომპოზიციების შექმნის საკუთარი გამოცდილება. ასევე ისაუბრა, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს სიჩუმეს და ბუნების ჰანგებს მუსიკის შექმნაში და როგორ შეიძლება ინსტრუმენტის ჟღერადობის გამოყენება სამყაროსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატად.