ბნელი მეტაფორები რომლებშიც ვცხოვრობთ

55460016 842296679439840 6252208369805819904 n - ბნელი მეტაფორები რომლებშიც ვცხოვრობთ

“ბნელი მეტაფორები მოქმედებენ ჩვენს ყოველდღიურ ცნობიერებაზე და აყალ(ი)ბებენ ჩვენს მსოფლმხედველობას.”

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 25 მარტს ციკლის “მეტაფორების სამყაროში” მორიგი შეხვედრა სახელწოდებით „ბნელი მეტაფორები რომლებშიც ვცხოვრობთ“ გაიმართა.

საღამოს უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ავტორმა გიგი თევზაძემ.

საუბარი საინტერესო დისკუსიით წარიმართა. მოსული სტუმრები სრულად იყვნენ ჩართული საინტერესო თემის განხილვაში. სტუმარს ბევრი კითხვა დაუსვეს, თუმცა განსახილველი და სასუბრო კიდევ ბევრი საკითხი დარჩა.

“სოციალური სამყარო სავსეა მეტაფორებით, რომლებიც ფარავენ და ასხვაფერებენ სოციალურ ფაქტებს, იმასთან შედარებით, რასაც ისინი გვევლინებიან, როდესაც ვცდილობთ ამ მეტაფორებში და მათ უკან მდგომ სოციალურ ფაქტებში გარკვევას.”