საბჭოთა კინო, როგორც სტალინის მითის შემქმნელი

53913755 842958369373671 6802119116049088512 n - საბჭოთა კინო, როგორც სტალინის მითის შემქმნელი

26 მარტს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების კვლევითი პროექტის “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” მორიგი სამშაბათის დისკუსიას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, კინომცოდნე ლელა ოჩიაურმაა უმასპინძლა თემით “საბჭოთა კინო, როგორც სტალინის მითის შემქმნელი”.
საღამო გამორჩეული იყო სტუმართა დიდი ჩართულობითა და თემის ირგვლივ საინტერესო და ცხარე დისკუსიით.

კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე, დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:https://bit.ly/2Ht5d0H