საგაზაფხულო კონცერტი

56610476 844779542524887 6433484297826467840 n - საგაზაფხულო კონცერტი

29 მარტს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საგაზაფხულო კონცერტი გაიმართა.
კომპოზიტორებმა: ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, რუსუდან სებისკვერაძე, ლელა მაქარაშვილი, ლილიკო ნემსაძე, თავად გაუწიეს აკომპანირება საკუთარი რომანსებისა და სიმღერების შემსრულებლებს.
კონცერტის მოდერატორი თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე იყო. ინდივიდუალურ შემსრულებლებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობა მიიღო „თეატრალურის კვარტეტმა“.