რობერტ სტურუა და საბჭოთა ეპოქა – მაკა ვასაძე

58372834 860177074318467 6160617290275487744 o - რობერტ სტურუა და საბჭოთა ეპოქა - მაკა ვასაძე

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 23 აპრილს კვლევითი პროექტის “კულტურა და XX საუკუნე” მორიგი დისკუსია გაიმართა თემით: „რობერტ სტურუა და საბჭოთა ეპოქა“. საღამოს უმასპინძლა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, თეატრმცოდნე მაკა ვასაძემ.
რობერტ სტურუას სპექტაკლების: “ყვარყვარე”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ მესამე”, “მაკბეტი” და სხვ. მაგალითზე საღამოს სტუმარმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აისახა რეჟისორის შემოქმედებაში
დიქტატურის და ტირანიის პრობლემები.
„ქართული კულტურა და XX საუკუნე“ კვლევითი პროექტია, რომლის მიზანია წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები. მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:https://bit.ly/2Ht5d0H