სიბოროტესთან ბრძოლა და გამარჯვება – გიორგი აფხაზავა

58689326 864545600548281 5071255516328493056 o - სიბოროტესთან ბრძოლა და გამარჯვება - გიორგი აფხაზავა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 30 აპრილს კვლევითი პროექტის “ქართული კულტურა და XX საუკუნე” მორიგი დისკუსია გაიმართა თემით:„სიბოროტესთან ბრძოლა და გამარჯვება“. დისკუსიას მასპინძლობდა გიორგი აფხაზავა – თეატრის რეჟისორი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორი, თბილისის კამერული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
სტუმარმა ისაუბრა ქართულ რეჟისურაზე კოტე მარჯანიშვილსა და სანდრო ახმეტელის შემოქმედების მაგალითზე. შეეხო დღევანდელობასაც და აღნიშა რომ ახალგაზრდა ხელოვანების მისწრაფებები უფრო გაქცევას წააგავს, ვიდრე სვლას კონკრეტული მიზნისადმი.
დისკუსიაში მსმენელები აქტიურად ჩაერთნენ და საღამო საინტერესო და ცხარე დებატებით გაგრძელდა.

„ქართული კულტურა და XX საუკუნე“ კვლევითი პროექტია, რომლის მიზანია წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები. მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:https://bit.ly/2Ht5d0H