წიგნის პრეზენტაცია-წიგნის ფესტივალი

60670447 603199690187868 1313988443268710400 o - წიგნის პრეზენტაცია-წიგნის ფესტივალი

1 ივნისს, 13 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გიწვევთ გამოცემის „წერილები წარსულიდან“ პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციას წარუძღვებიან ვახტანგ ჯავახაძე და თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინო სანადირაძე.
გამოცემაში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, მარჯორი უორდროპის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, კალისტრატე ცინცაძის, ივანე რატიშვილის, ილია ზურაბიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, გალინა კუზნეცოვას, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების პირადი წერილები, რომლებიც პირადული მიმოწერის შინაარსს სცდება და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს. მათი გაცნობისას, მკითხველი უკავშირდება ეპოქას, იაზრებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კონტექსტს, ადამიანების პირად თავგადასავლებს, რწმენა-წარმოდგენებს, გონებრივ და ემოციურ თავისებურებებს, დამახასიათებელ ენობრივ სტილს და აცოცხლებს სამუზეუმო ექსპონატებს.