საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ეთერ ცქიფურიშვილი

IMG 7096 - საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი - ეთერ ცქიფურიშვილი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა ეთერ ცქიფურიშვილის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს უმასპინძლა .
ეთერ ცქიფურიშვილი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია, რომლის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო ჟვანიაა.
კონცერტზე შესრულდა ლ. ბაგრატიონ-დავითაშვილის „იმპროვიზაცია – ფანტაზია“, ა. სკრიაბინის საფორტეპიანო სონატა N 6, ფ. ლისტის ტრანსცედენტური ეტიუდი N11, „საღამოს ჰარმონიები“, ს. პროკოფიევის საფორტეპიანო სონატა N6.