საბჭოთა პერიოდის ესტრადა – სანდრო ცქიტიშვილი

61755948 888494134820094 3791015178020061184 o - საბჭოთა პერიოდის ესტრადა -  სანდრო ცქიტიშვილი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში პროექტის, „ქართული კულტურა და XX საუკუნე“ მორიგ დისკუსია გაიმართა თემით „საბჭოთა პერიოდის ესტრადა“. დისკუსიას მასპინძლობდა სანდრო ცქიტიშვილი – მუსიკოსი, მუსიკის მიმომხილველი, ექიმი.

იქმნებოდა თუ არა საბჭოთა ეპოქაში ღირებული მუსიკალური პროდუქტი? რა გამოიწვია სისტემის დაშლამ? ქართული პოპულარული მუსიკის საბჭოთა პერიოდი სხვადასხვა მიზეზის გამო სათანადოდ არ არის გამოკვლეული და შეფასებული. წლების განმავლობაში მუსიკა იგნორირებული იყო, რაც ინფორმაციის სიმწირეს იწვევდა.

საღამოს სტუმარმა გაგვიზიარა საკუთარ დამოკიდებულება ქართული მუსიკის შესახებ საბჭოთა პერიოდში.

მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი “ქართული კულტურა და XX საუკუნე” სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი. პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“. მეორე ნაწილი კი გულისხმობს კონფერენციას, რომლისთვისაც მზადება დაწყებულია და თეზისების მიღება 2019 წლის ივლისში დასრულდება.