თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საზაფხულო კონცერტი გაიმართა, რომელშიც რევაზ ლაღიძის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონცერტი ზ.ფალიაშვილის ოპერის – „აბესალომი და ეთერი“ დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მასში მონაწილეობა მიიღეს : საფორტეპიანო, საორკესტრო, ჩასაბერი და საგუნდო განყოფილების წარმატებულმა მოსწავლეებმა. ასევე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრთან არსებულმა ქალთა ანსამბლმა – “ლირა”.