„ტოტალიტარიზმი და ჯორჯო სტრელერი”

64436954 893842600951914 9150992642392195072 o - „ტოტალიტარიზმი და ჯორჯო სტრელერი"

პროექტის “ქართული კულტურა და XX საუკუნე“ 11 ივნისის დებატების საღამო იტალიის ტოტალიტარიზმის ეპოქაში იტალიელი თეატრის რეჟისორის ჯორჯო სტრელერის შემოქმედების მიმოხილვას და გაანალიზებას დაეთმო თეატრმცოდნე თათა მუქერიასთან ერთად თემით: „ტოტალიტარიზმი და ჯორჯო სტრელერი.“ ცნობილია, რომ იტალიაში რეჟისორის პროფესია ზუსტად იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც მუსოლინის დიქტატურა და შემდგომ მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. ტოტალიტარიზმის გავლენა ხელოვნებაში ყველაზე მძაფრად აისახა და თეატრი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ჯორჯო სტრელერის შემოქმედების დასაწყისშივე იკვეთება წინააღმდეგობრივი პოზიცია არსებული რეალობის მიმართ.
დისკუსია კითხვა – პასუხის ფორმატში გაიმართა და პარალელებიც გაკეთდა ჯორჯო სტრელერისა და რობერტ სტურუას შემოქმედებაზე, მსმენელთა აქცენტები ტოტალიტარულ რეჟიმში რეჟისორების შემოქმედებითი გზის თანხვედრაზე, თემატუ და გამომზახველობით ფორმებზე გაკეთდა.

ქართული კულტურა და XX საუკუნე“ კვლევითი პროექტია, რომლის მიზანია წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები. მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. შედეგად, უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“, ხოლო მეორე დასკვნით ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს. კონფერენციის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ

:https://bit.ly/2Ht5d0H