რუსთაველის თეატრის 20-30-იანი წლების შუქ-ჩრდილები

IMG 5698 - რუსთაველის თეატრის 20-30-იანი წლების შუქ-ჩრდილები

მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტის “ქართული კულტურა და XX საუკუნე” 18 ივნისის დისკუსიას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გუბაზ მეგრელიძემ უმასპინძლა თემით „რუსთაველის თეატრის 20-30-იანი წლების შუქ-ჩრდილები“.

რუსთაველის თეატრის 20-30-იანი წლების მოვლენები დღემდე იწვევს საზოგადოებრივ ინტერესს და კამათსაც. 50 წლის მანძილზე არსებობდა მითი სანდრო ახმეტელის რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობიდან განთავისუფლებისა და მისი რეპრესირების შესახებ. რა მოხდა რეალურად და რას ან ვის შეეწირა სანდრო ახმეტელი?!

შეხევედრის მასპინძელმა არქივში დაცული “ახმეტელის საქმე” და რეალური გარემოებები შეისწავლა და გააცნო საღამოზე მოსულ სტუმრებს.

18 ივნისის დისკუსიით დასრულდა მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტის “ქართული კულტურა და XX საუკუნე” პირველი ეტაპი, რომელიც კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში დისკუსიას გულისხმობდა. პროექტის დასკვნითი ნაწილი, კონფერენცია,  2019 წლის 19-20 სექტემბერს გაიმართება.