თარგმნის ალქიმია

66756952 917613085241532 8456974993064984576 o - თარგმნის ალქიმია

15 ივლისს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სალონური შეხვედრა გაიმართა, საღამოს თათია მთვარელიძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა ელინისტური სამყაროს კულტურულ-ლიტერატურულ შრეებზე, თარგმანის სირთულეებსა და ხიბლზე; რა რესურსი აქვს თანამედროვე სამყაროს კულტურათა შორის დიალოგისთვის და რა რჩება ამ დიალოგში უთარგმნელი. თათია მთვარელიძის არერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების მთაგმნელია, დიმიტრის დიმიტრიადის „ვკვდები როგორც ქვეყანა.“ კიკი დიმულას ლექსების კრებული „შავი ჰალსტუხი“ და იოანის კარავიდოპულოსის პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტება და ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება.“

„რა ენებთანაც კი მქონია შეხება, მათ შორის ბერძნული არის ყველაზე სავსე. ჩემთვის ეს ენა, სიტყვითი „აღსავსების“ უმაღლესი გამოვლინებაა – მისი ლექსიკური სიმდიდრე, აზრის გამოხატვის უკიდეგანო შესაძლებლობები და საოცარი ჟღერადობა, რომელიც ბერძნულ ენას აქვს, ხშირად მაფიქრებინებს ხოლმე, რომ ტყუილად არ უწოდებენ მას ღმერთების ენას“ – ამბობს  მთარგმნელი.