სალონური შეხვედრა გივი ალხაზიშვილთან

67407206 919481201721387 3093410097129324544 o - სალონური შეხვედრა გივი ალხაზიშვილთან

18 ივლისს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში “სალონური შეხვედრების” ფარგლებში – საღამო გივი ალხაზიშვილთან გაიმართა.

სტუმარმა ისაუბრებრა საკუთარ შემოქმედებასა და ლექსებზე.
გივი ალხაზიშვილს ეკუთვნის პოეტური კრებულები: „მოგონებათა ქალაქი“ „უცხო ფრინველი“, „ლექსები პოემა“, „წარსულის სარკმელი“ , „დიალოგი ფიქრში“, „თვალი – სულის სანთელი“, „ქარის დევნა“, „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო“, „სიტყვების მოლოდინი“ „აღმოცენება“, „ღამეთა ფერფლი“, „მხოლოდ სიყვარულზე“, „სინათლე წვეთში“, „გამოსვლა უდროობიდან“, „ერთტომეული“ , „გაღწევის სურვილი“ ქორონიკონი“ და სხვა.

1990 წელს წიგნისათვის „გამოსვლა უდროობიდან“ გივი ალხაზიშვილის სახელმწიფო პრემია გადაეცა.